ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი № 12

ოქმის მხოლოდ ინგლისური და ფრანგული ტექსტებია ავთენტური. წინამდებარე თარგმანი არ წარმოადგენს ოქმის ოფიციალურ ვერსიას.

ხელმოწერა, რატიფიკაცია, ძალაში შესვლა, განცხადებები, დენონსაცია, კონვენციის მოქმედება სივრცეში: შეტყობინებები, კომუნიკაციები

ქვეყანახელმოწერარატიფიკაციაძალაში შესვლაგანცხადებები და დენონსაციაკონვენციის მოქმედება სივრცეში: შეტყობინებებიკომუნიკაციები
ალბანეთი26.05.200326.11.200401.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ანდორა31.05.200706.05.200801.09.2008[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სომხეთი18.06.200417.12.200401.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ავსტრია04.11.2000არაარა
აზერბაიჯანი12.11.2003არაარა
ბელგია04.11.2000არაარა
ბოსნია და ჰერცეგოვინა24.04.200229.07.200301.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ბულგარეთიარაარაარა
ხორვატია06.03.200203.02.200301.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
კვიპროსი04.11.200030.04.200201.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ჩეხეთის რესპუბლიკა04.11.2000არაარა
დანიაარაარაარა
ესტონეთი04.11.2000არაარა
ფინეთი04.11.200017.12.200401.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
საფრანგეთიარაარაარა
საქართველო04.11.200015.06.200101.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
გერმანია04.11.2000არაარა
საბერძნეთი04.11.2000არაარა
უნგრეთი04.11.2000არაარა
ისლანდია04.11.2000არაარა
ირლანდია04.11.2000არაარა
იტალია04.11.2000არაარა
ლატვია04.11.2000არაარა
ლიხტენშტეინი04.11.2000არაარა
ლიეტუვაარაარაარა
ლუქსემბურგი04.11.200021.03.200601.07.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მალტა08.12.201508.12.201501.04.2016[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მონაკოარაარაარა
მონტენეგრო03.04.2003103.03.2004106.06.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ჰოლანდია04.11.200028.07.200401.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ჩრდილოეთ მაკედონია04.11.200013.07.200401.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ნორვეგია15.01.2003არაარა
პოლონეთიარაარაარა
პორტუგალია04.11.200016.01.201701.05.2017[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მოლდოვას რესპუბლიკა04.11.2000არაარა
რუმინეთი04.11.200017.07.200601.11.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
რუსეთის ფედერაცია04.11.20002არაარა
სან მარინო04.11.200025.04.200301.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სერბეთი03.04.2003103.03.2004101.04.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სლოვაკეთის რესპუბლიკა04.11.2000არაარა
სლოვენია07.03.200107.07.201001.11.2010[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ესპანეთი04.10.200513.02.200801.06.2008[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
შვედეთიარაარაარა
შვეიცარიაარაარაარა
თურქეთი18.04.2001არაარა
უკრაინა04.11.200027.03.200601.07.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
დიდი ბრიტანეთიარაარაარა

1 სერბეთისა და მონტენეგროს სახელმწიფო გაერთიანების მიერ ხელმოწერისა და რატიფიცირების თარიღები.

2 მინისტრთა კომიტეტის მიერ 23.03.2022 წელს მიღებული რეზოლუციის CM/Res(2022)3 შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს იყოს ხელშეკრულების ETS № 5 მხარე 16.09.2022. შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს იყოს პროტოკოლის ხელმომწერი ასევე 16.09.2022.

Eთშ (ETS; STE) ნო. 177

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი № 12

რომი, 2000 წლის 4 ნოემბერი

პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრმა ქვემორე ხელმომწერმა სახელმწიფოებმა,

ითვალისწინებენ ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და სარგებლობს კანონით თანაბარი დაცულობის უფლებით;

მზად არიან გადადგან შემდგომი ნაბიჯები ადამიანთა თანასწორობის ხელშესაწყობად დისკრიმინაციის საერთო აკრძალვის ერთობლივი უზრუნველყოფის და 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ამიერიდან მოიხსენიება, როგორც „კონვენცია“) საფუძველზე;

კვლავ ადასტურებენ, რომ დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი ვერ დააბრკოლებს მონაწილე სახელმწიფოებს, გაატარონ ღონისძიებები სრული და ეფექტიანი თანასწორობის ხელშესაწყობად, თუკი ამის ობიექტური და გონივრული გამართლება მოეპოვებათ.

და, თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა

1. კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.

2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია 1-ელ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

მუხლი 2
კონვენციის მოქმედება სივრცეში

1. ოქმზე ხელმოწერის, მისი რატიფიკაციის, დამტკიცების ან მიღების სიგელის დეპონირების დროს, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელზეც გავრცელდება ეს ოქმი.

2. ყოველ სახელმწიფოს, შემდგომში, ნებისმიერ დროს, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილი განცხადებით, განავრცოს ამ ოქმის მოქმედება განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთი ტერიტორიის მიმართ ეს ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი განცხადება, მასში მითითებული ყოველი ტერიტორიის მიმართ შეიძლება უკან იქნეს გატანილი ან შეცვლილი გენერალური მდივნისათვის შეტყობინების მეშვეობით. განცხადების უკან გატანა ან შეცვლა ამოქმედდება გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

4. ამ მუხლის შესაბამისი განცხადება განიხილება, როგორც კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება.

5. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად მიიღოს ფიზიკური პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან საჩივრები ამ ოქმის 1-ელ მუხლთან დაკავშირებით.

მუხლი 3
კონვენციასთან მიმართება

ამ ოქმის 1-ელ და მე-2 მუხლებს ხელშემკვრელი სახელმწიფოები განიხილავენ როგორც კონვენციის დამატებით მუხლებს და კონვენციის ყველა დებულება მათთან მიმართებაში გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 4
ხელმოწერა და რატიფიკაცია

ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი, კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება კონვენციის იმავდროული ან წინასწარი რატიფიკაციის გარეშე. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 5
ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის მის სავალდებულოდ აღიარებაზე ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს მიერ მე-4 მუხლის შესაბამისად თანხმობის გამოხატვის შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. იმ წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს ამ ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე თავის თანხმობას, ოქმი ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 6
დეპოზიტარის ფუნქციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს აცნობებს:

a. ყოველი ხელმოწერის;

b. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ყოველი სიგელის დეპონირების;

c. მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად ამ ოქმის ძალაში შესვლის ყოველი თარიღის;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინებისა თუ მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია რომში, 2000 წლის 4 ნოემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.