ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი № 13

ოქმის მხოლოდ ინგლისური და ფრანგული ტექსტებია ავთენტური. წინამდებარე თარგმანი არ წარმოადგენს ოქმის ოფიციალურ ვერსიას.

ხელმოწერა, რატიფიკაცია, ძალაში შესვლა, განცხადებები, დენონსაცია, კონვენციის მოქმედება სივრცეში: შეტყობინებები, კომუნიკაციები

ქვეყანახელმოწერარატიფიკაციაძალაში შესვლაგანცხადებები და დენონსაციაკონვენციის მოქმედება სივრცეში: შეტყობინებებიკომუნიკაციები
ალბანეთი26.05.200306.02.200701.06.2007[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ანდორა03.05.200226.03.200301.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სომხეთი19.05.200619.10.202301.02.2024
ავსტრია03.05.200212.01.200401.05.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
აზერბაიჯანი08.03.2023არაარა[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ბელგია03.05.200223.06.200301.10.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ბოსნია და ჰერცეგოვინა03.05.200229.07.200301.11.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ბულგარეთი21.11.200213.02.200301.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ხორვატია03.07.200203.02.200301.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
კვიპროსი03.05.200212.03.200301.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ჩეხეთის რესპუბლიკა03.05.200202.07.200401.11.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
დანია03.05.200228.11.200201.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ესტონეთი03.05.200225.02.200401.06.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ფინეთი03.05.200229.11.200401.03.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
საფრანგეთი03.05.200210.10.200701.02.2008[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
საქართველო03.05.200222.05.200301.09.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
გერმანია03.05.200211.10.200401.02.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
საბერძნეთი03.05.200201.02.200501.06.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
უნგრეთი03.05.200216.07.200301.11.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ისლანდია03.05.200210.11.200401.03.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ირლანდია03.05.200203.05.200201.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
იტალია03.05.200203.03.200901.07.2009[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ლატვია03.05.200226.01.201201.05.2012[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ლიხტენშტეინი03.05.200205.12.200201.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ლიეტუვა03.05.200229.01.200401.05.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ლუქსემბურგი03.05.200221.03.200601.07.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მალტა03.05.200203.05.200201.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მონაკო05.10.200430.11.200501.03.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მონტენეგრო03.04.2003103.03.2004106.06.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ჰოლანდია03.05.200210.02.200601.06.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ჩრდილოეთ მაკედონია03.05.200213.07.200401.11.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ნორვეგია03.05.200216.08.200501.12.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
პოლონეთი03.05.200223.05.201401.09.2014[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
პორტუგალია03.05.200203.10.200301.02.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
მოლდოვას რესპუბლიკა03.05.200218.10.200601.02.2007[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
რუმინეთი03.05.200207.04.200301.08.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სან მარინო03.05.200225.04.200301.08.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სერბეთი03.04.2003103.03.2004101.07.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სლოვაკეთის რესპუბლიკა24.07.200218.08.200501.12.2005[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
სლოვენია03.05.200204.12.200301.04.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
ესპანეთი03.05.200216.12.200901.04.2010[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
შვედეთი03.05.200222.04.200301.08.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
შვეიცარია03.05.200203.05.200201.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
თურქეთი09.01.200420.02.200601.06.2006[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
უკრაინა03.05.200211.03.200301.07.2003[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]
დიდი ბრიტანეთი03.05.200210.10.200301.02.2004[ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა][ინგ] [ფრა]

1 სერბეთისა და მონტენეგროს სახელმწიფო გაერთიანების მიერ ხელმოწერისა და რატიფიცირების თარიღები.

Eთშ (ETS; STE) ნო. 187

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი № 13 სიკვდილით დასჯის ყველა ვითარებაში გაუქმების შესახებ

ვილნიუსი, 2002 წლის 3 მაისი

პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრმა ქვემორე ხელმომწერმა სახელმწიფოებმა,

დარწმუნებულნი, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება ძირითადი ღირებულებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, და რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება არსებითია ამ უფლების დაცვისა და ყველა ადამიანის თანაარსი ღირსების სრული აღიარებისათვის;

მოსურნენი, რომ გააძლიერონ სიცოცხლის უფლების დაცვა, რომელიც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი კონვენციით (ამიერიდან მოიხსენიება როგორც „კონვენცია“);

აღნიშნავენ, რომ კონვენციის მე-6 ოქმი, რომელიც სიკვდილით დასჯის გაუქმებას შეეხება და ხელმოწერილია სტრასბურგში 1983 წლის 28 აპრილს, არ მოიცავს სიკვდილით დასჯის გაუქმებას ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს ჩადენილი ქმედებისათვის;

მტკიცე გადაწყვეტილებას იღებენ, ბოლო ნაბიჯი გადადგან სიკვდილით დასჯის ყველა ვითარებაში გასაუქმებლად,

და, თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
სიკვდილით დასჯის გაუქმება

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება ვინმესთვის სიკვდილის მისჯა ან მისჯილი სიკვდილის აღსრულება.

მუხლი 2
გადახვევის აკრძალვა

დაუშვებელია ამ ოქმით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევა კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე.

მუხლი 3
დათქმების აკრძალვა

დაუშვებელია ამ ოქმის დებულებათა მიმართ კონვენციის 57-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმების გაკეთება.

მუხლი 4
კონვენციის მოქმედება სივრცეში

1. ოქმის ხელმოწერის, მისი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირების დროს, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელზეც გავრცელდება ეს ოქმი.

2. ყოველ სახელმწიფოს, შემდგომში, ნებისმიერ დროს შეუძლია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წარდგენილი განცხადებით, განავრცოს ამ ოქმის მოქმედება განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთი ტერიტორიის მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამ განცხადების მიღების თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. ამ მუხლის წინა ორი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ყოველი განცხადება, მასში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება უკან იქნეს გატანილი ან შეცვლილი გენერალური მდივნისათვის შეტყობინების მეშვეობით. განცხადების უკან გატანა ან შეცვლა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 5
კონვენციასთან მიმართება

ამ ოქმის 1–4 მუხლებს ხელშემკვრელი სახელმწიფოები განიხილავენ როგორც კონვენციის დამატებით მუხლებს და მათთან მიმართებაში კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 6
ხელმოწერა და რატიფიკაცია

ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი, კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება კონვენციის იმავდროული ან წინასწარი რატიფიკაციის გარეშე. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 7
ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს მიერ მე-6 მუხლის შესაბამისად მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. იმ წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს ამ ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე თავის თანხმობას, ოქმი ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 8
დეპოზიტარის ფუნქციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს აცნობებს:

a. ყოველი ხელმოწერის;

b. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ყოველი სიგელის დეპონირების;

c. მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად ამ ოქმის ძალაში შესვლის ყოველი თარიღის;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინებისა თუ მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია ვილნიუსში, 2002 წლის 3 მაისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.