ხელმოწერა, რატიფიკაცია, ძალაში შესვლა, დათქმები, განცხადებები, დენონსაცია, კონვენციიდან გადახვევა, კონვენციის მოქმედება სივრცეში: შეტყობინებები, კომუნიკაციები
ქვეყანა | ხელმოწერა | რატიფიკაცია | ძალაში შესვლა | დათქმები | განცხადებები, დენონსაცია, კონვენციიდან გადახვევა | კონვენციის მოქმედება სივრცეში: შეტყობინებები | კომუნიკაციები |
---|---|---|---|---|---|---|---|
ალბანეთი | 24.11. | 22.07. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ანდორა | 12.04. | 16.05. | 01.09. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
სომხეთი | 02.10. | 31.01. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ავსტრია | არა | არა | არა | ||||
აზერბაიჯანი | 18.11. | 06.07. | 01.11. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ბელგია | 08.11. | 22.11. | 01.03. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 11.05. | 09.03. | 01.07. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ბულგარეთი | არა | არა | არა | ||||
ხორვატია | არა | არა | არა | ||||
კვიპროსი | არა | არა | არა | ||||
ჩეხეთის რესპუბლიკა | არა | არა | არა | ||||
დანია | არა | არა | არა | ||||
ესტონეთი | 17.02. | 31.08. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ფინეთი | 02.10. | 07.12. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
საფრანგეთი | 02.10. | 12.04. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
საქართველო | 19.06. | 06.07. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
გერმანია | არა | არა | არა | ||||
საბერძნეთი | 02.03. | 05.04. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
უნგრეთი | არა | არა | არა | ||||
ისლანდია | არა | არა | არა | ||||
ირლანდია | არა | არა | არა | ||||
იტალია | 02.10. | არა | არა | ||||
ლატვია | არა | არა | არა | ||||
ლიხტენშტეინი | არა | არა | არა | ||||
ლიეტუვა | 10.06. | 02.09. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ლუქსემბურგი | 06.09. | 14.05. | 01.09. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
მალტა | არა | არა | არა | ||||
მონაკო | არა | არა | არა | ||||
მონტენეგრო | 13.12. | 14.02. | 01.06. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ჰოლანდია | 07.11. | 12.02. | 01.06. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ჩრდილოეთ მაკედონია | 09.09. | 25.09. | 01.01. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ნორვეგია | 27.06. | არა | არა | ||||
პოლონეთი | არა | არა | არა | ||||
პორტუგალია | არა | არა | არა | ||||
მოლდოვას რესპუბლიკა | 03.03. | 22.06. | 01.10. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
რუმინეთი | 14.10. | 15.09. | 01.01. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
სან მარინო | 02.10. | 16.02. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
სერბეთი | არა | არა | არა | ||||
სლოვაკეთის რესპუბლიკა | 02.10. | 17.12. | 01.04. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
სლოვენია | 02.10. | 26.03. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
ესპანეთი | არა | არა | არა | ||||
შვედეთი | არა | არა | არა | ||||
შვეიცარია | არა | არა | არა | ||||
თურქეთი | 20.12. | არა | არა | ||||
უკრაინა | 20.06. | 22.03. | 01.08. | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] | [ინგ] [ფრა] |
დიდი ბრიტანეთი | არა | არა | არა |
ჩEთშ (CETS; STCE) ნო. 214
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი № 16
სტრასბურგი, 2.10.2013
პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) სხვა მაღალი ხელმშემკვრელი მხარეები, ქვემორე ხელმომწერი მთავრობები,
ითვალისწინებენ რა კონვენციის დებულებებს, განსაკუთრებით მე-19 მუხლს, რომლითაც დაარსდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო (შემდგომში „სასამართლო“);
მიიჩნევენ, რომ სასამართლოს კომპეტენციის საკონსულტაციო დასკვნების გაცემის გზით გაფართოება კიდევ უფრო გაამყარებს სასამართლოსა და ეროვნულ ხელისუფლებებს შორის ურთიერთკავშირს და ამდენად, ხელს შეუწყობს კონვენციის დანერგვას სუბსიდიურობის პრინციპის შესაბამისად;
ითვალისწინებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2013 წლის 28 ივნისს მიღებულ № 285 (2013) დასკვნას,
და, თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებსა და ტრიბუნალებს შეუძლიათ საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს იმ პრინციპულ საკითხებთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით განსაზღვრული უფლებების განმარტებასა თუ გამოყენებასთან.
2. შესაბამის სასამართლოს თუ ტრიბუნალს საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვნა მხოლოდ მის წინაშე მიმდინარე საქმის ფარგლებში შეუძლია.
3. საკონსულტაციო დასკვნის გამომთხოვნმა სასამართლომ თუ ტრიბუნალმა უნდა დაასაბუთოს გამოთხოვნის საფუძველი და აღწეროს მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი იურიდიული და ფაქტობრივი გარემოებები.
მუხლი 2
1. 1-ლი მუხლის შესაბამისად წარგზავნილი საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დიდი პალატის ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია. კოლეგიის მიერ მოთხოვნის მიღებაზე უარი გაიცემა დასაბუთებული ფორმით.
2. კოლეგიის მიერ მოთხოვნის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, საკონსულტაციო დასკვნას გასცემს დიდი პალატა.
3. ზემოთ გათვალისწინებული კოლეგიის და პალატის შემადგენლობაში შედის ეხ ოფფიციო იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებით არჩეული მოსამართლე, რომელსაც მიეკუთვნება საკონსულტაციო დასკვნის გამომთხოვი სასამართლო თუ ტრიბუნალი. თუ ასეთი მოსამართლე არ არსებობს ან მას არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს განხილვაში, მოსამართლეს მხარის მიერ წინასწარ წარდგენილი სიიდან შეარჩევს და განამწესებს სასამართლოს პრეზიდენტი.
მუხლი 3
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც მიეკუთვნება საკონსულტაციო დასკვნის გამომთხოვი სასამართლო ან ტრიბუნალი, უფლება აქვს წარმოადგინოს წერილობითი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ მოსმენაში. სასამართლოს პრეზიდენტს, მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების მიზნით, შეუძლია, მოიწვიოს სხვა მაღალი ხელმშემკვრელი მხარე ან პირი რათა მათაც წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრებები ან მონაწილეობა მიიღონ მოსმენაში.
მუხლი 4
1. საკონსულტაციო დასკვნა გაიცემა დასაბუთებული ფორმით.
2. თუ საკონსულტაციო დასკვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთხმივ აზრს, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია, მას დაურთოს ცალკე აზრი.
3. საკონსულტაციო დასკვნები ეგზავნება გამომთხოვნ სასამართლოს ან ტრიბუნალს და აგრეთვე, შესაბამის მაღალ ხელშემკვრელ მხარეს.
4. საკონსულტაციო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
მუხლი 5
საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს სავალდებულო ძალა.
მუხლი 6
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე ოქმის 1 ლ და მე-5 მუხლებს განიხილავენ როგორც კონვენციის დამატებით მუხლებს და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.
მუხლი 7
1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთაც თანხმობის გამოხატვა შეუძლიათ:
ა. ხელმოწერით, რომელიც არ საჭიროებს რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას; ან
ბ. ხელმოწერით, რომელსაც ესაჭიროება და შემდგომ მოყვება რატიფიკაცია, მიღება, ან დამტკიცება.
2. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 8
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ათი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა, მე 7 მუხლის შესაბამისად, მისი სავალდებულოდ აღიარების დღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ რიცხვში.
2. კონვენციის იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ რომელიც, მე-7 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას შემდგომში გამოხატავს, ოქმი ძალაში შედის აღნიშნული თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში.
მუხლი 9
წინამდებარე ოქმის დებულებებთან მიმართებით, კონვენციის 57-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმების გაკეთება არ დაიშვება.
მუხლი 10
კონვენციის ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია, ხელმოწერის მომენტში ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილ განცხადებაში დაასახელოს სასამართლოები ან ტრიბუნალები, რომელთაც იგი განაწესებს ამ ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის. აღნიშნული განცხადების ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ანალოგიური მეთოდით.
მუხლი 11
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და კონვენციის სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს:
a. ყოველი ხელმოწერის;
b. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ყოველი სიგელის დეპონირების;
c. მე-8 მუხლის შესაბამისად ოქმის ძალაში შესვლის ყოველი თარიღის;
d. მე-10 მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების;
e. ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინებისა თუ მიმოწერის შესახებ.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია სტრასბურგში, 2013 წლის 2 ოქტომბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ასლად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და კონვენციის სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს.